Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თეიმურაზ ჯორბენაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინტერკონტინენტური სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. არის პათოლოგიის მიმართულების საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს პათოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. თსუ-ში მუშაობს 1998 წლიდან. მისი სამეცნიერო სფეროები და კვლევის მიმართულებებია: ინტრაკრანიული სიმსივნეების ბიოლიგიური „ქცევის“ მორფოლოგიური საფუძვლები; მწვავე ჰიპოქსიის გავლენა ენდოკრინული ორგანოების სტრუქტურულ ორგანიზაციაზე; რადიოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევების შედეგების კორელაცია; მანგანუმისმიერი ტოქსიკური ენცეფალოპათიის ექსპერიმენტული მოდელირება და ორგანოთა ჰისტო პათომორფოლოგიური შესწავლა. გამოქვეყნებული აქვს 148 სამეცნიერო შრომა, არის 2 სახელმძღვანელოს ავტორი, 3 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, 18 სადოქტორო და 21 საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი, 11 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. დაჯილდოებულია „ხალხთა მეგობრობისა“ და „ღირსების “ ორდენებით.